Digest Logo

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი გარდაიცვალა

1700460378
როზალინ კარტერი

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი გარდაიცვალა.

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის მეუღლე, როზალინ კარტერი გარდაიცვალა. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის ინფორმაციით „კარტერის ცენტრის“ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 96 წლის როზალინი მშვიდად გარდაიცვალა ოჯახის წევრების გარემოცვაში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კარტერი სახლში გადაიყვანეს, სადაც ის ჰოსპისის მკურნალობას მიიღებდა და დროს 99 წლის ქმართან ერთად გაატარებდა.

როზალინ კარტერს დემენციის დიაგნოზი ჰქონდა. ჯიმი და როზალინ კარტერების ქორწინება 77 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იყო ბედნიერების და სიხარულის ცრემლები, მადლობა ყველაფრისთვის“ - მამა თეიმურაზ ქორიძე მრევლს დაუბრუნდა

🎥 „ჩემი პატარა მეგობარი, დღეს მეორედ დაიბადა“ - ლენუკა ყიფშიძე კოსტა სანიკიძეზე

წყარო: edition.cnn.com