აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის განცხადებით, ტრანსგენდერებს კაპიტოლიუმისა და სხვადასხვა ოფისების ქალთა საპირფარეშოებით სარგებლობა აეკრძალებათ.
ამის შესახებ The Washington Post-ი იტყობინება.
მაიკ ჯონსონმა ცვლილებების შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ღიად ტრანსგენდერი ქალი სარა მაკბრაიდი დელავერიდან, კონგრესში აირჩიეს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ კონგრესის თითოეულ წევრს აქვს საკუთარი პირადი საპირფარეშო და უნისექსის ტუალეტები ხელმისაწვდომია კაპიტოლიუმის მასშტაბით. ქალები იმსახურებენ მხოლოდ ქალთა სივრცეებს“, - აცხადებს მაიკ ჯონსონი.
ინფორმაციისთვის, მას შემდეგ, რაც ამ თვის დასაწყისში დელავერში აშშ-ის კონგრესში პირველად აირჩიეს ღია ტრანსგენდერი სარა მაკბრაიდი, რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა ნენსი მეისმა წარადგინა კანონპროექტი, რომელიც მას კაპიტოლიუმში ქალების საპირფარეშოთი სარგებლობას უკრძალავს.
სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა დეპუტატმა კანონპროექტი კონგრესში მაკბრაიდის ფიცის დადებამდე ორი თვით ადრე წარადგინა.
„სარა მაკბრაიდი ბიოლოგიურად კაცია. მისი ადგილი არ არის ქალთა სივრცეებში, ქალთა საპირფარეშოებში, გასახდელებში“, - განუცხადა მეისმა ჟურნალისტებს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასეთ მწარე სიკვდილს არ იმსახურებდით...“ – თამაზ ლოხიშვილი ოჯახში მომხდარ ტრაგედიაზე
⭕ „ვერ გამირკვევია რომელი უფრო მომწონს…თქვენ?“ – ლინდა კიკოლაშვილის ცეცხლოვანი ფოტოები