![აშშ-ში კაცს ცხოველებთან სასტიკი დამოკიდებულების გამო 475-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აშშ-ში კაცს ცხოველებთან სასტიკი დამოკიდებულების გამო 475-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს](https://digest.ge/uploads/files/2025/02/05/64856/ashsh-shi-katss-tskhovelebtan-sastiki-damokidebulebis-gamo-475-tsliani-patimroba-miusajes_w_h.jpeg)
აშშ-ში კაცს ძაღლების ბრძოლების მოწყობისა და ცხოველებთან სასტიკი დამოკიდებულების ბრალდებით 475-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ამის შესახებ Nexta Live იუწყება.
ეს რეკორდული სასჯელია ამ დანაშაულისთვის შეერთებული შტატების ისტორიაში. ამ კაცის გამო 107 ცხოველი დაზარალდა.
ძაღლებს ჯაჭვებით ამაგრებდნენ ერთმანეთის გვერდით, რათა ისინი აგრესიულები გამხდარიყვნენ. ძაღლები ხშირ შემთხვევაში სიბინძურეში, შარდის და ექსკრემენტების გვერდით ცხოვრობდნენ.
ცხოველები სარეაბილიტაციო ცენტრებში გადაიყვანეს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: