Digest Logo

ავიაკატასტროფა თურქეთში - ვერტმფრენის ჩამოვარდნას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

1795553955
ავიაკატასტროფა თურქეთში

„თურქეთში, ესქიშეჰირიში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ჯარისკაცი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო ძალების სარდლობის კუთვნილი, AS-532-ის ტიპის ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. ამ ეტაპზე უცნობია ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზები. 

უწყებამ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და მოსახლეობას მიუსამძიმრა.

შეგახსენებთ, ეს ბოლო ორ კვირაში თურქეთის შეიარაღებულ ძალებში მომხდარი მეორე სასიკვდილო ავიაკატასტროფაა - 12 ნოემბერს, მალათიას პროვინციაში, ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი სამხედრო ემსხვერპლა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი მამიკო ემიგრაციაშია, მინდა გავახარო და დიდ სცენაზე მნახოს“ - 11 წლის ანასტასია ციცქიშვილის ემოციური გამოსვლა „ნიჭიერში“ და ოქროს ღილაკი

⭕ „გულწრფელად, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“ - ჯორჯინა უზკატეგუი ილია თოფურიას ახალ ურთიერთობაზე

⭕ „ზოგჯერ თქვენი მთავარი გაკვეთილი სწორედ წასვლის გადაწყვეტილებაა“ - ნინა ხომერიკი კარმულ ურთიერთობებსა და ტოქსიკურობაზე

✕