ილია თოფურიას პირადი ცხოვრების ირგვლივ გავრცელებულ ახალ ამბავს მისი ყოფილი მეუღლე, ჯორჯინა უზკატეგუი გამოეხმაურა.
Libertad Digital-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ წარსულის ამ ეტაპის დასრულებით კმაყოფილია და წყვილს ბედნიერება უსურვა:
„იმედი მაქვს, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ის, ვინც მშვიდად ცხოვრობს, სხვების სიმშვიდეს არ არღვევს. მე, ჩემი მხრივ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ეს თავი დავხურე. გულწრფელად, მათ ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ“, – განაცხადა ჯორჯინა უზკატეგუიმ.
ესპანელი ჟურნალისტის, ხავი დე ოიოსის (Javi de Hoyos) ცნობით, ილია თოფურია და ლინა სიჭინავა დაახლოებით ერთი თვეა ერთად არიან. მათ ერთმანეთი საქართველოში გაიცნეს, სადაც UFC-ის ჩემპიონი სავარჯიშოდ იმყოფებოდა.
ლინა სიჭინავა ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ მოცეკვავეა და სამოდელო საქმიანობასაც ეწევა. თავად ილია თოფურიასა და ლინა სიჭინავას კი მათი ურთიერთობის შესახებ საჯარო განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. თუმცა აღსანიშნავია რომ ილიამ ლინას ფოტოზე რომანტიკული კომენტარი დაუწერა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: www.libertaddigital.com