Digest Logo

ავსტრალიის პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ორგანოში მკვდარი თევზი მიიტანა

1742997421
ავსტრალიის პარლამენტის წევრმა საკანონმდებლო ორგანოში მკვდარი თევზი მიიტანა

ავსტრალიის პარლამენტის წევრმა, „მწვანეთა“ პარტიის წარმომადგენელმა სარა ჰანსონ-იანგმა საკანონმდებლო ორგანოში მკვდარი ორაგული მიიტანა და ასე გააპროტესტა მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი, რომელმაც ორაგულის იშვიათი ჯიშები უნდა დაიცვას.

ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

საუბარია ორაგულის ფერმებზე, რომლებიც ტასმანიის კუნძულზე მდებარეობს და რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.

ჰანსონ იანგმა მთავრობა გარემოს დასაცავად აუცილებელი ღონისძიებების დაფინანსების შემცირებასა და „ორაგული ტოქსიკური მრეწველობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რომელიც გარემოს აბინძურებს“.

სენატის პრეზიდენტმა სიუ ლაინსმა „მწვანეთა“ დეპუტატს ამ „რეკვიზიტის“ წაღება სთხოვა.

„მე მგონი ავსტრალიელები უკეთესს იმსახურებენ თავისი წარმომადგენლისგან, ვიდრე ასეთი ცირკის მოწყობას“, - განაცხადა სენატის პრეზიდენტმა.

მთავრობის მიერ შეთავაზებული კანონპროექტის მიხედვით, ტასმანიის კუნძულის დასავლეთ სანაპიროზე ორაგულის გამრავლება გარანტირებული იქნება. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის, ენტონი ალბანეზეს „ლეიბორისტულ პარტიის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს კანონი ტასმანიაში ორაგულის მრეწველობაში დასაქმებული ადამიანების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად არის აუცილებელი.

ეკოლოგიური ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ კანონის მიღება ბიოგენური და ქიმიური ნივთიერებებით გარემოს უფრო სერიოზულ დაბინძურებას გამოიწვევს. ასევე, აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ორაგულის გამრავლებამ შეიძლება გავლენა იქონიოს თევზის სხვა ჯიშებზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც წითელ წიგნშია შეტანილი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „პირველად ვხვდები ბაბუა“ - ზურა მანჯავიძე შვილიშვილის მოლოდინშია

🎥 „უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ფული არაა და თუ ერთი ადამიანის ცხოვრებაში, რაიმე ცვლილება შევძელი ეს უკვე უდიდესი ბედნიერებაა“ - ექსკლუზიური ინტერვიუ ქირურგ ალთან ვაროლთან

⭕„ვიდრე ამ პროექტში მონაწილეობას მივიღებდი, უკვე დაკლებული მქონდა 20 კილოგრამი და ფორმაში ვიყავი“ - ანი კეკუა