აზერბაიჯანის შს ინფორმაციით, მათ ქალაქ განჯაში 300 ათასი აზერბაიჯანული მანათის (176 ათასი აშშ დოლარის) პიროტექნიკა საიდუმლო საწყობში აღმოაჩინეს, რომელიც იქ საქართველოდან შეიტანეს.
ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია აზერბაიჯანია მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ილჰამ ზაქიროღლუ. ის უკანონოდ შეტანილი პიროტექნიკის გაყიდვით იყო დაკავებული.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ზაქიროღლუს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „4 წელი გავიდა, რაც გარდაიცვალა... თვლიდა, რომ შემეძლო გადამერჩინა“ - რუსუდან ფეტვიაშვილი მეუღლეზე