Digest Logo

Bloomberg - ილონ მასკის კაპიტალმა 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

1733945152
ილონ მასკი ___

Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ტექნოლოგიური სფეროს მაგნატი, ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა ისტორიაში, რომლის ნომინალურმა ქონებამ 400 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ბოლო „ნახტომი“ მისივე კომპანიის SpaceX-ის აქციების ნაწილის გაყიდვის შედეგი იყო, რამაც მასკს დამატებითი 50 მილიარდი დოლარი მოუტანა. ამრიგად, მისი მთელი ქონება ახლა 439,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

„ბოლო წლებში სკანდალური მეწარმის ფინანსურმა მდგომარეობამ თავბრუდამხვევი ცვლილებები განიცადა. ბოლო კვირებში მასკის კაპიტალი ზრდის ტენდენციაში აღმოჩნდა, რასაც ხელი შეუწყო აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ. ბოლო თვეების განმავლობაში მასკი ღიად უჭერდა მხარს დონალდ ტრამპს.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ, ავტომწარმოებელი Tesla-ს აქციები დაახლოებით 65%-ით გაიზარდა. გარდა ამისა, მასკის ახალი პროექტი ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში წარმატებით ვითარდება“, - წერს მედიასაშუალება.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ილონ მასკი და ვივეკ რამასვამი „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“ უხელმძღვანელებენ.

„ეს ორი მშვენიერი ამერიკელი ერთად გახსნის გზას ჩემი ადმინისტრაციას სამთავრობო ბიუროკრატიის დაშლის, ჭარბი რეგულაციების შემცირების, უსარგებლო ხარჯების შემცირებისა და ფედერალური სააგენტოების რესტრუქტურიზაციისკენ“, - განაცხადა ტრამპმა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს ვიდეო აუცილებლად გაგაღიმებთ...“ - ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს

⭕„იყავი ჯადოსნური ენერგია...“ - ნეკა დოროყაშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ვინც მეორედ მოსვლას უფრთხის და ეშინია, იგი ქრისტიანი არ არის...ყველაზე საშიში მისი წინა პერიოდია, რადგან ეს არის კაცობრიობის ცოდვებში და ურჯულოებაში ჩავარდნა...“ - მამა თეოდორე გიგნაძე