ჰეილი ბიბერი იმ გულშემატკივართა განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ წლების განმავლობაში გამოხატული სიძულვილის გამო მას ბოდიში უნდა მოუხადონ.
29 წლის ბიბერმა ოთხშაბათს, 22 აპრილს, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იმ ვირუსულ კომენტარებს უპასუხა, რომლებიც მას, ინტერნეტ-ტროლების მიერ წოდებული „ბოროტი გოგოს“ ნაცვლად, ნამდვილ „გოგონების მეგობრად“ მოიხსენიებდნენ.
„ბოდიში საჭირო არ არის. თერაპიის საფასური უკვე გადახდილია. შეინახეთ!“, - დაწერა ჰეილი ბიბერმა.
ფანებმა საკუთარი რეაქციები სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარეს. „ბოდიში ვერასოდეს აანაზღაურებს იმას, რაც ჰეილის თინეიჯერული ურთიერთობის გამო გადაატანინეს“, - წერდა ერთ-ერთი მათგანი ჯასტინ ბიბერისა და სელენა გომესის ძველ რომანზე მიანიშნებდა.
სხვა მომხმარებელმა კი დასძინა: „მათთვის, ვისაც დაავიწყდა, თუ რამდენად მძიმე იყო ჰეილი ბიბერის წინააღმდეგ აგორებული სიძულვილის ტალღა და სურს, ეს ყველაფერი ისე გაატაროს, თითქოს არაფერი მომხდარა - ეს პოსტების სერია სწორედ თქვენ გეძღვნებათ. ის მართალია, ახლა პოზიციების შეცვლა უკვე გვიანია“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის თქვენი წარსული ცხოვრების კარმა დაბადების თარიღის მიხედვით?