10-დღიანი შიმშილი, 5 დღე სიბნელეში, ერთ კვირაზე მეტ ხანს მიწის ქვეშ ცხოვრება - აქტივობები, რომლებსაც ქართველი „იუთუბერი“, გიგი ქათამაძე სიცოცხლის ფასად რისკავს.
იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და საზოგადოებას სხვადასხვა ქვეყანას აცნობს. ასევე ხშირად სტუმრობს ეგზოტიკურ ადგილებს და ცდილობს მისი ვიდეოები მაქსიმალურად ექსტრემალური გამოვიდეს.
ამჟამად მას „იუთუბიზე“ 257 ათასი გამომწერი ჰყავს, თუმცა ამას გარდა გიგი ქათამაძე სხვა სოციალურ პლატფორმებზეც აქტიურია და დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ამჯერად გიგი ახალ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ოთხ ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ აქტივობას გვთავაზობს.
„ჩელენჯები“ კი შემდეგნაირია: ხიდიდან წყალში ცეცხლმოკიდებული გადახტომა. გაყინული ტბის ერთი ნაპირიდან მეორეში გაცურვა, ყინულის ქვეშ. მანქანით წყალში გადავარდნა. შენობის მაღალი სიმაღლიდან ვარდნა.
როგორც გიგი ქათამაძე ვიდეოში ამბობს, მას ამ აქტივობების შესრულებაში კასკადიორი ეხმარება.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ რა არის თქვენი წარსული ცხოვრების კარმა დაბადების თარიღის მიხედვით?
⭕ დალი ჩიტალაძე: 45 წლის შვილი რომ მყავს, როგორ შეიძლება, ჩემი ასაკი დავმალო