ახალმა ფილმმა სპაიდერმენზე „ადამიანი-ობობა, ახალი დღე“, მსოფლიო ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 927 მილიონი დოლარი მიიღო. ამის შესახებ გამოცემა Deadline იუწყება.
კინოინდუსტრიის ისტორიაში, ეს მეორე საუკეთესო სტარტია.
პირველ ადგილზე კვლავ რჩება ფილმი „შურისმაძიებლები, ფინალი“, რომელმაც ჩვენების პირველ უიქ-ენდზე 1,22 მლრდ აშშ დოლარი აიღო.
ეს ფილმი 2019 წელს გამოვიდა. მესამე ადგილზე კი გავიდა 2018 წელს გამოსული ფილმი „შურისმაძიებლები, უსასრულობის ომი“, რომელმაც ჩვენების სტარტზე 640,5 მლნ აშშ დოლარი აიღო.
გამოცემის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ „ადამიანი-ობობა“ 2026 წლის ფინანსურად ყველაზე წარმატებული ფილმი იქნება და „სათამაშოების ისტორია-5“-ს გაასწრებს. ეს მულტფილმიც წელს გამოვიდა და ჩვენებაზე უკვე მიიღო 1,065 მლრდ აშშ დოლარი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „დრო არაფერს გვართმევს, უბრალოდ გვიჩვენებს რა იყო ნამდვილი“ - გიორგი ლობჯანიძე
⭕ „ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას...“ - 3 აგვისტოს ენერგეტიკული პროგნოზი თამუნა იოსელიანისგან
წყარო: newshub.ge