Digest Logo

Breaking Bad-ის მსახიობი მარკ მარგოლისი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

1691167351
მსახიობიმსახიობი

ამერიკელი მსახიობი მარკ მარგოლისი, რომელიც ცნობილია სატელევიზიო შოუ Breaking Bad-ში შესრულებული როლით, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას The Hollywood Reporter ავრცელებს მის შვილზე, მორგან მარგოლისზე დაყრდნობით.

მისი თქმით, მსახიობი ხუთშაბათს, 3 აგვისტოს ნიუ იორკის Mt. Sinai Hospital-ში გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ.

მსახიობი ცნობილია Breaking Bad-სა და მის „სპინ-ოფში“ Better Call Saul შესრულებული ჰექტორ სალამანკას როლით. მსახიობს ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ საკულტო ფილმებში, როგორებიცაა: Scarface (ნაიარევი სახე) და Ace Ventura: Pet Detective (ეის ვენტურა: ცხოველების დეტექტივი).

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ისეთ დაბალი დონის ხალხში ვცხოვრობთ, ვერ გაიაზრეს, რატომ ...“ - დომენიკ მანგომ „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი ჯერ დახია და შემდეგ დაწვა

🎥 „მწერენ, რატომ არ ვარ შოვში, თუ სარგებელს არ მოვიტან რა მინდა იქ?“ - გიორგი სუხიტაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

🔵 „სუპერ პუმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“ - მიხეილ სააკაშვილი