Digest Logo

ჩარლი კირკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს - იუტას ოლქის პროკურორი ბრალდებულის სიკვდილით დასჯას ითხოვს

1758052684
ჩარლი კირკის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენე

ჩარლი კირკის მკვლელობაში ბრალდებულ ტაილერ რობინსონს ბრალი შვიდი დანაშაულისთვის წაუყენეს.

როგორც მედია წერს, იუტას ოლქის პროკურორი მის სიკვდილით დასჯას ითხოვს. წაყენებულ ბრალდებებს შორისაა დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობა, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანა და გამოყენება, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, მოწმეებზე ზემოქმედება და ძალადობრივი დანაშაულის ბავშვების თანდასწრებით ჩადენა.

იუტას ოლქის პროკურორის ჯეფ გრეის განცხადებით, ჩამოთვლილი დანაშაულები საკმარისია იმისთვის, რომ ტაილერ რობინსონის სიკვდილით დასჯა მოითხოვოს.

იუტას ოლქის პროკურორმა ჩარლი კირკის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებულ დეტალებზეც ისაუბრა.

ჯეფი გრეის განცხადებით, პოლიციამ მკვლელობის ადგილთან ახლო პერიმეტრზე იპოვა პირსახოცში გახვეული სნაიპერული შაშხანა, რომელშიც სამი გამოუყენებელი და ერთი გამოყენებული ვაზნა იყო. ვაზნაზე ბრალდებულს, ტაილერ რობინსონს წარწერები ჰქონდა გაკეთებული: „ჰეი, ფაშისტებო, დამიჭირეთ“, „ბელა ჩაო, ბელა ჩაო“.

როგორც იუტას ოლქის პროკურორმა განმარტა, რობინსონის დედამ ტელევიზორის საშუალებით იხილა ეჭვმიტანილის ფოტო და შვილი ამოიცნო. შემდგომ შვილს დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ ავად იყო და სახლში რჩებოდა. ოჯახის წევრები აღნიშნავენ, რომ რობინსონს ბოლო დროს მემარცხენე შეხედულებები ჰქონდა, განსაკუთრებით LGBTQ უფლებების თემაზე.

ამასთან, პროკურორმა წარადგინა რობინსონისა და მასთან ერთად მცხოვრები – ტრანსგენდერი პარტნიორის – მიმოწერა. რობინსონმა მას წერილი დაუტოვა.

„მე მქონდა შესაძლებლობა, ჩარლი კირკი მომეშორებინა და ამ შანსს გამოვიყენებ“, - აღნიშნული იყო წერილში.

ამასთან, რობინსონი პარტნიორს აწვდიდა ინფორმაციას მისი გადაადგილების შესახებ.

იუტას ოლქის პროკურორმა ჯეფ გრეიმ აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ოჯახის მეგობრის, ყოფილი სამართალდამცველის რჩევით, ტაილერ რობინსონი 33-საათიანი ძებნის შემდეგ პოლიციას თავად ჩაბარდა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყოველი ხელფასის დღეს, თავისი 155 ლარიდან 20 ლარიანს მიდებდა ჩუმად... მე დურაქი დავდიოდი და ვიძიებდი საიდან მოხვდა ეს ფული ჩემს ხალათში“ - რას წერს ზურა შევარდნაძე

⭕44 წლის თაკო ჩხეიძის ელეგანტური ლუქი - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს

🎥 9 კიბოს გამომწვევი ნივთი და პროდუქტი, რომელიც სახლიდან უნდა მოიცილოთ! - სანდრო ჯიბლაძის რჩევები