Digest Logo

ChatGPT ზრდასრული მომხმარებლებისთვის ეროტიკულ კონტენტს დაუშვებს

1760678146
ChatGPT ChatGPT

OpenAI ჩატბოტ ChatGPT-ზე უფრო ფართო სპექტრის კონტენტის, მათ შორის ეროტიკის დაშვებას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელის, სემ ალტმანის თქმით, ეს არის მცდელობა, „ზრდასრულ მომხმარებლებს ზრდასრულებივით მოექცნენ“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, ალტმანმა აღნიშნა, რომ „ჩატბოტის“ მომავალ ვერსიებს საშუალება ექნება მისი ქცევა ადამიანისას უფრო მიამსგავსოს, „მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ეს გსურთ და არა იმიტომ, რომ ჩვენ ჩატის გამოყენების მაქსიმალურად გაზრდას ვცდილობთ“.

სპეციალისტების მოსაზრებით, შესაძლოა ეს ნაბიჯი OpenAI-ს მეტი ფასიანი გამომწერის მოზიდვაში დაეხმაროს. ამავე დროს, ეს სავარაუდოდ გააძლიერებს ზეწოლას კანონმდებლებზე, რომ ჩატბოტ - კომპანიონებზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესონ.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ OpenAI-ის გადაწყვეტილება, პლატფორმაზე ეროტიკული შინაარსის დაშვების შესახებ, ხაზს უსვამს მეტი რეგულაციის აუცილებლობას.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 ლილიანას რეაქცია, როდესაც ოპერაციის შემდეგ საკუთარი სახე დაინახა

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს - „უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციაში დარეკეს“

წყარო: imedinews.ge