Digest Logo

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

1760677263
ამინდი   წვიმა

17 ოქტომბერს სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ ქუთაისში, სადაც დღისით +23 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11.

ბათუმშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი.

ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც მზიან ამინდს ვარაუდობენ, დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ამბროლაურშიც უნალექო დღეა, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში მზიანი დღეა. დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება.

ბორჯომში წვიმიანი ამინდია, +21 იქნება დღისით, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმა იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ნალექიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ლილიანას რეაქცია, როდესაც ოპერაციის შემდეგ საკუთარი სახე დაინახა

თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ქალის ცხედარი იპოვეს - „უსიამოვნო სუნი იგრძნეს და პოლიციაში დარეკეს“

„შეიძლება გაიცნო ადამიანები, რომლებიც მომავალში შენს პროექტებში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ“ - 17 ოქტომბრის ასტროპროგნოზი