Digest Logo

„ჩემი შვილი მკვდარია“ - ილონ მასკმა მკვდრად გამოაცხადა ვაჟი ქსავიე, რომელმაც 2020 წელს სქესი შეიცვალა

1721982719
მასკი და ქსავიე

მილიარდერმა ილონ მასკმა კიდევ ერთი სკანდალური განცხადება გააკეთა. მან მკვდრად გამოაცხადა ვაჟი ქსავიე, რომელმაც 2020 წელს სქესი შეიცვალა.

მასკმა მომხდარში ექიმები და „ვოკიზმის იდეოლოგია“ დაადანაშაულა, რაც გულისხმობს მომატებულ ყურადღებას სოციალური, რასობრივი და სქესობრივი სამართლიანობის საკითხებისადმი.

„მე შვილი დავკარგე. ჩემი ვაჟი ქსავიე მკვდარია, ის ვოკიზმის ვირუსმა მოკლა“, - განაცხადა მასკმა მედიასთან.

2020 წელს მასკის ვაჟი 18 წლის იყო, როცა სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და ვივიან ჯენა უილსონი გახდა.

სქესის შეცვლამდე ის სქესობრივი მომწიფების ბლოკატორებს იღებდა.

53 წლის მილიარდერი ამტკიცებს, რომ იგი „აიძულეს“ ხელი მოეწერა ამ საშუალებების მიღების ნებართვაზე, რადგან დაემუქრნენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მის შვილს შეეძლო თავი მოეკლა.

„მე მომატყუეს. არავის აუხსნია, რომ სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, ეს ფაქტობრივად, არის წამლები სტერილიზაციისთვის. ასე რომ, მე, შეიძლება ითქვას, დავკარგე ჩემი შვილი. მე მას ვერ ვეძახი იმ სახელს, რაც დაბადებისას დავარქვი, იმიტომ, რომ მან შეიცვალა სქესი და სახელი. ჩემი შვილი ქსავიე მკვდარია“,- განაცხადა მასკმა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძმის ქორწილში არ წავედი იმის გამო, რომ რეპეტიცია არ გამეცდინა“ - რას ჰყვება ანა ჯავახიშვილი

🎥 „ბოლო წერტილი სადაც დაფიქსირდა, რომ სატელეფონო ზარი განხორციელდა, არის ლენტეხის მხარე“ - კადრები სვანეთიდან, სადაც 2 ახალგაზრდას ეძებენ

🎥 „უნდა იყოთ მაქსიმალურად უშიშრები, გამბედავები და გულწრფელობა აუცილებელია წვრილმანებშიც კი“ - 26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის