Digest Logo

ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

1682494006
ჩერნობილი ჩერნობილი

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიიდან 37 წელი გავიდა.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი კატასტროფა ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში.

ბირთვული აფეთქების შედეგად, რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე.

დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში მიმდინარე ომის განმავლობაში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩერნობილის ელექტროსადგური გადაურჩა დაბომბვას, ელექტროენერგიის გათიშვასა და განმეორებით ბირთვულ კატასტროფასაც კი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵 „შოფინგით და ძვირად ღირებული სასტუმროებით მანებივრებს“ - ვინ არის კაცი, რომელიც კესარია აბრამიძესთან ერთად დუბაიში ისვენებს

🔵 „ჩემთან კონტაქტის გარეშე ნუ მიგზავნით „საჩუქრებს” სარეკლამოდ!“ - მაია ასათიანი

🔵ვინ არის გიორგი მახარაშვილი, რომელიც დათო ევგენიძეს ღვიძლს გადაუნერგავს - ცნობილი მომღერლის წარმატებული ცოლი და სიყვარულის ამბავი