Digest Logo

🎥 რამდენად აქვს ჩვენ ცხოვრებაში რიცხვებს მნიშვნელობა და რას გვეუბნება ჩვენი დაბადების თარიღი? - სპეციალისტის რჩევები

25 აპრილი 14:25
 თათია გარანიძე

„რიცხვების ძალა“ - ასე ჰქვია გადაცემას, რომლის წამყვანი „იუთუბის“ საკუთარ არხზე ნუმეროლოგი თათია გარანიძეა. იგი ძირითადად ციფრულ ფსიქოლოგიაზე აკეთებს აქცენტს და საზოგადოებას საინტერესო რჩევებს სთავაზობს.

ამჯერად მას სტუმრად გადაცემაში ფსიქოლოგი ია როზისი ჰყავდა, რომელმაც ადამიანის დაბადების თარიღსა და რიცხვების მნიშვნელობაზე ისაუბრა: 

„ციფრული ფსიქოლოგია არის ჩვენ დაბადების თარიღში ჩადებული კოდები. ტყუილად არ არის, რომ ადამიანებს გვანიჭებენ რიცხვებს. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა შეიცნოს საკუთარი თავი. ჯერ კიდევ პითაგორას აქვს გამოკვლეული ჩვენი დაბადების თარიღები და ისინი არიან ნუმეროლოგები, რომლებიც აღნიშნულის  ფუძემდებლად ითვლებიან“, - აღნიშნა თათია გარანიძემ.

თავის მხრივ რიცხვების მნიშვნელობაზე ისაუბრა ია როზისმაც:

„ჩემი დაბადების თარიღი არის ერთიანი, გადაცემაშიც პირველი სტუმარი ვარ და ყოველთვის ვგრძნობ პირველობას ცხოვრებაში. საერთოდ ციფრებს ძალიან დიდი ძალა აქვს. პირველი შვილი, პირველი კოცნა, ყოველთვის შთამბეჭდავია. შეიძლება პირველი იყოს ძალიან ცუდი ან ძალიან კარგი.

15-ში დაბადებული ხალხი არიან ძალიან რთულები. რამდენადაც წარმატებულები არიან თვის საქმეში, იმდენად მძიმე ხასიათები აქვთ. აქ არ აქვს მნიშვნელობა ზოდიაქოს.

15-ში დაბადებული მორიელი მაგარი მაზოხისტია. შვილი მყავს ამ თარიღში დაბადებული და უკეთ ვამჩნევ ამ ყველაფერს.

ჩვენ გვაქვს განწყობის ფსიქოლოგია, მაგალითად ჩემი გვარის მიმართ მქონდა დიდი კომპლექსი, რადგან ჰქონდა ამ გვარს მძიმე ისტორია. მუდმივი განცდა მქონდა, რომ ვარ „ნაბიჭვარი“, რადგან მამამ თვისი გვარი არ მომცა.

იმდროინდელი ეპოქა სხვანაირი იყო და დედის გვარზე ყოფნა ჩემთვის დიდი კომპლექსი იყო. ყოველ ამ გვარის განმეორებაზე განწყობა მეცვლებოდა. როდესაც მე გავთხოვდი და გვარი შევიცვალე ეს გვარიც არ იყო კანონიერი შესაბამისად იგივე დამემართა. მეორედ რომ გავთხოვდი გამიმართლა და ენერგეტიკულად ვემთხვევით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე.

ამ გვარში კომფორტულად ვგრძნობ თავს“, - აღნიშნა ია როზისმა.

ვრცლად ნახეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ ხდება ზოგჯერ ზედმეტი ზრუნვა კონფლიქტისა და გაუგებრობის მიზეზი? - სპეციალისტის განმარტება

⭕ შოთა არველაძე - „არ ვიცი, ბომბარდირებში ვინ გადამასწრებს, მაგრამ მთელი ქვეყნის მოტივაციაა, რომ ახალი რეკორდსმენები გვყავდეს“

„ბევრი მათგანი არა მხოლოდ ალერგიას იწვევს, არამედ უკავშირდება კიბოს, ჰორმონალურ და ნერვულ სისტემის დაავადებებს“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე