Digest Logo

🎥 ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა - ადგილზე 200-ზე მეტი მეხანძრე გამოიძახეს

1748354257
ჩინეთში ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

ჩინეთის აღმოსავლეთით მდებარე ქიმიური ქარხნის ერთ-ერთ საამქროში აფეთქება მოხდა.

საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ინფორმაციით, აფეთქება შანდუნის პროვინციაში მოხდა. შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, ადგილზე 232 ადგილობრივი მეხანძრე გამოიძახეს. ადგილზე ასევე მუშაობენ მედიკოსები. 

აფეთქების მიზეზი ჯერ არ არის დადგენილი.

ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს, რის შედეგადაც ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

„ქუჩები მოფენილი იყო მინის ნამსხვრევებითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით, რომლებიც აფეთქების ტალღამ სახლებიდან გადმოყარა“, - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

ქარხანა, სადაც აფეთქება მოხდა, 2019 წელს დაარსდა. კომპანია პესტიციდებს, ფარმაცევტულ და სხვა ქიმიურ პროდუქტებს აწარმოებს.

ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადვილად შეიძლება ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი შტორმული სისტემების განვითარებას...“ - ამინდის პროგნოზი მეტეოროლოგისგან

⭕„ბევრი სასიამოვნო რამ ხდებოდა...დროშიც ავცდით...“ - გურამ შეროზია ჩინეთში მოგზაურობს

⭕როგორ გამოიყურებოდა შალვა პაპუაშვილის მეუღლე 26 მაისის ღონისძიებაზე - ფოტოები