ჩინეთის აღმოსავლეთ ქალაქ ვუქსიში, ხელოვნებისა და ტექნოლოგიების პროფესიულ კოლეჯში 21 წლის სტუდენტმა დანით 8 ადამიანი მოკლა, 17 კი დაჭრა. ამის შესახებ The Guardian-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით წერს.
ინციდენტი 16 ნოემბრის საღამოს მოხდა. პოლიციის ცნობით, სტუდენტი შემთხვევის ადგილზე დააკავეს, მან დანაშაული აღიარა.
პოლიციის განცხადებით, ეჭვმიტანილმა გამოცდები ვერ ჩააბარა და სასწავლებელი ვერ დაამთავრა, ამასთან, ის უკმაყოფილო იყო სტაჟირების ანაზღაურებით.
„წინასწარი გამოძიების თანახმად, მან გადაწყვიტა თავისი იმედგაცრუება გამოეხატა სხვებზე თავდასხმით“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„შემოდგომა ჩურჩულებს ჩემს ირგვლივ...“ - თაკო ჩხეიძე უახლეს ფოტოებს გვიზიარებს
⭕„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს