საქართველო-უკრაინის თამაში, 17 ნოემბერს ბათუმში გაიმართა, ანგარიში კი 1:1 დასრულდა. საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ანგარიში მე-76 წუთზე გაათანაბრა. გოლი გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.
Geo Team-ი სოციალურ ქსელში მატჩიდან ხვიჩა კვარაცხელიას ემოციურ ვიდეოს ავრცელებს:
„ულიდერა გუნდს, მთელი გული გასცა მოედანზე, ყველა შეხებაში რაღაც ახალი გააკეთა, გოლი რომ გავიტანეთ, პირველი შევარდა ბადეში ბურთის წამოსაღებად, მისი მენტალიტეტი მთელს სტადიონს გაუზიარა და საოცრად დამწუხრებული იყო, რადგან ის გამარჯვებულია და ყველა ვერ მოგებულ მატჩზე უზომოდ წუხს.
ჩვენ ქართული ფეხბურთის მზის სხივის, ხვიჩა კვარაცხელიას ეპოქაში ვცხოვრობთ“, - წერს Geo Team.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ: