განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულია სოციალურ ქსელში საინტერესო სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ყველაზე მნიშვნელოვანი ის სამოსია, სულს რომ აცვია:
ჩვენი რწმენა - სიცოცხლის საზრისი;
ჩვენი ენა - სამყაროს ქართული ხედვით აღქმა, გაცნობიერება და გამოთქმა;
ჩვენი აზრი - სიბრძნით ჭეშმარიტების გამოხატვა;
ჩვენი ლიტერატურა - მხატვრული სახე, რომელიც არა მხოლოდ ასახავს ცხოვრებას, არამედ ქმნის კიდეც;
ჩვენი მუსიკა - დიდებული პოლიფონია და ჰარმონიული ბგერა, რომელსაც ღმერთის, სამყაროს, სამშობლოსა და ადამიანის გამოხატვა ერთდროულად შეუძლია;
ჩვენი ცეკვა - მოძრაობით სივრცის დაუფლება ისე, როგორც ეს არავის ძალუძს ღმერთის შვილების გარდა;
ჩვენი ღვინისა და ხორბლის კულტურა - ადამიანის ფიქრის, გარჯისა და სულის სინათლის ორი ნაყოფი, რომლებიც ღვთაებრივ ბუნებასთან ზიარებას ყოველდღიურ დღესასწაულად აქცევს.
სანამ ქართველს ეს სამოსი ამშვენებს, ვერც მას და ვერც საქართველოს ვერავინ დააჩოქებს - ის არის ჭეშმარიტებაც, ძალაც, ღირსებაც, მშვენიერებაც და ახალ გამარჯვებათა დიდებული საწყისიც.
არასდროს არაფრის შეგეშინდეს, საქართველოვ - ჩვენ ყოველთვის ვიქნებით!
განა შეიძლება ნათლის სამოსი შემოგვეძარცვოს?!“, - გია მურღულია.
ასევე დაგაინტერესებთ: