Digest Logo

ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

1722415666
ჩრდილოეთ კორეაში წყალდიდობა

ძლიერი წვიმების შედეგად ჩრდილოეთ კორეაში ოთხი ათასზე მეტი სახლი დაიტბორა.

სტიქია ჩინეთის მოსაზღვრე ფხენიანის პროვინციის ქალაქ სინუიჯუს და უიჯუს ოლქს დაატყდა თავს.

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

სტიქიის ზონაში ჩავიდა ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინიც.

ასევე დაიტბორა, დაახლოებით 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, მრავალი საზოგადოებრივი შენობა, ობიექტი და გზები.

დატბორილი ტერიტორიებიდან ჩრდილოეთ კორეის 4 200-ზე მეტი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

კორეის ნახევარკუნძულზე ივლისი მუსონის სეზონია. ბოლო დღეებში რეგიონი ტროპიკული შტორმისგან დაზარალდა, რასაც ჩინეთში 12 ადამიანი ემსხვერპლა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

🎥 „მოუთმენლად ველოდებით სექტემბრის დადგომას, რომ თქვენთან ერთად ვიფუსფუსოთ“ - ნანუკა გულუა და სალომე შარვაძე ახალი სეზონიდან „ჩვენი ოჯახის“ დიდ გუნდს უერთდებიან

⭕ტრაგედია ცნობილი თურქი მსახიობის ოჯახში - „ამიერიდან ცხოვრება ჩემთვის მუდამ მწარე და არასრული იქნება“