Digest Logo

CNN: აშშ-ში ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა

1739775403
აშშ-ში ძლიერ ქარიშხალსა და წყალდიდობას

აშშ-ში ძლიერი წყალდიდობისა და ქარიშხლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ოფიციალური პირების ცნობით, კენტუკიში სულ მცირე ცხრა ადამიანი, ერთი კი ჯორჯიას შტატში დაიღუპა.

ქარიშხლის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები, წაქცეულია ხეები და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.

კენტუკის გუბერნატორის ენდი ბეშიარის განცხადებით, მაშველები სამძებრო-სამაშველო ფაზაში არიან და 24 საათში 1 000-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს. გუბერნატორმა ქარიშხალი აღწერა, როგორც „ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სტიქიური მოვლენა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში უნახავთ“.

ქარიშხალმა განსაკუთრებით დააზარალა ტენესის, კენტუკისა და ვირჯინიის შტატები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

 🎥 ვის ეკუთვნის კორპუსის სხვენი და სარდაფის ფართი? - იურისტის განმარტება!

🎥 „მინდა დავივიწყო გარდაცვალება...“ - როგორ გაიხსენა მარჯანიშვილის თეატრმა მსახიობი ზურა ბერიკაშვილი, რომელიც 16 თებერვალს 56 წლის გახდებოდა?

🎥 „სიყვარული ყველას უნდა“, „ალავერდობა“, „ვერის უბნის მელოდიები“- 17 თებერვალი ლეგენდარული გიორგი შენგელაიას გარდაცვალების დღეა

წყარო: newshub.ge