დანიკა როემი ვირჯინიის შტატის ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი სენატორი გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ დანიკა როემი, რომელიც „დემოკრატიულ“ პარტიას წარმოადგენს, მანამდე შტატის წარმომადგენელთა პალატაში იყო არჩეული.
გასულ სამშაბათს გამართულ არჩევნებში მან „რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი, ბილ ვულფი დაამარცხა.
„მათ [ოპონენტებმა] ფსონი ტრანსფობიაზე დადეს და წააგეს“, - განაცხადა დანიკა როემმა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 არის თუ არა ქართული დამწერლობა მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის?