სიძულვილის ტალღა „მოლოკოს“ სოლისტის წინააღმდეგ - ირლანდიელმა მომღერალმა როიშინ მერფმა სქესობრივი მომწიფების ბლოკატორების, იგივე ბუნებრივად მომწიფების საწინააღმდეგო ნემსების ბავშვებზე გამოყენება დაგმო, რის გამოც მსოფლიო მის წინააღმდეგ ამხედრდა და იგი ტრანსფოფადაც კი გამოაცხადეს.
უფრო დეტალურად რა მედიკამენტზეა საუბარი, და რატომ დაუპირისპირდა მსოფლიო მომღერალს, გადაცემა „იმედი დღის“ სიუჟეტიდან გაიგებთ:
„სქესობრივი მომწიფების ბლოკატორები, რომელსაც ბავშვებს უკეთებენ, რათა ბუნებრივად არ მომწიფდნენ და მერე აირჩიონ - რომელი სქესი უნდათ.
ეს თემა ბოლო ხანს ძალიან გააქტიურდა.
მეტი და მეტი კლინიკა ერთვება უკვე ამ ბიზნესში.
ამ თემაზე ცნობილმა მომღერალმა MOLOKO-მ თავის ფბ-ზე კრიტიკა დაწერა. თქვა, რომ ეს მედიკამენტები არის ბოროტება.
რა უქნეს ამ ქალს ამ პოსტის გამო და როგორ გაანადგურეს, ამას აგერ მოისმენთ“,- წერს ბაკურაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„ყველაფერი დავინახე, მეც მანქანაში ვიჯექი“ - დოთიაშვილი ოკუპანტების მიერ გინტურის მკვლელობაზე