დედამიწას ამჟამად ცნობილთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომეტა უახლოვდება, რომელიც ჩვენს პლანეტას ივლისში ჩაუფრენს, იუწყება CNET.
გავრცელებული ინფორმაციით, კომეტა სახელად C/2017 K2 ასტეროიდ ჩიკსულუბის ზომისაა, რომლის ჩამოვარდნამაც დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.
C/2017 K2 პირველად 2017 წელს აღმოაჩინა ტელესკოპმა Pan-STARRS-მა დედამიწიდან 2 მლრდ კილომეტრის დაშორებით. ოდნავ მოგვიანებით, იმავე წელს იგი დააფიქსირა ტელესკოპმა „ჰაბლმაც“. იმ დროისათვის კომეტას უკვე 124 ათასი კილომეტრი სიგანის მტვრის კუდი ჰქონდა, რაც პრაქტიკულად შეესაბამება პლანეტა იუპიტერის ზომას.
C/2017 K2 დედამიწას ივლისში მოუახლოვდება და ჩვენი პლანეტიდან უახლოეს წერტილში 14 ივლისს აღმოჩნდება. თუმცა ეს დაშორება იმაზე მეტია, ვიდრე დედამიწიდან მარსამდე მანძილი. შესაბამისად, მისი შეუიარაღებელი თვალით, თუნდაც მცირე სიმძლავრის ტელესკოპის გარეშე დანახვა შეუძლებელი იქნება.
ამასთან აღინიშნება, რომ დედამიწის ამჟამინდელ მოსახლეობას ივლისში კომეტის დანახვის ერთადერთი შანსი ეძლევა − მისი ორბიტა იმდენად გრძელია, რომ C/2017 K2 განმეორებით მზის სისტემას მხოლოდ რამდენიმე მილიონი წლის შემდეგღა ეწვევა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„უნდა დაამტვრიო ზელენსკის კიდურიც და თავ-ყბაც“ - ლალი მოროშკინა იმუქრება
🔵რუსეთმა საგარეო ვალზე დეფოლტი განიცადა - Bloomberg
🔵„ამ დღეს სატანურს უწოდებენ“ - ცაგარელი გაფრთხილებთ როდის გამოიჩინოთ სიფრთხილე
წყარო: www.cnet.com