დიდ ბრიტანეთში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმული კაცი, რომელიც 112 წლის იყო. ჯონ ალფრედ თინისვუდი იმავე წელს დაიბადა, როდესაც „ტიტანიკი“ ჩაიძირა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ჯონ თინისვუდი ორი მსოფლიო ომის, ესპანური ვირუსის და კორონავირუსის პანდემიის დროს ცხოვრობდა. სულ რამდენიმე თვის წინ გინესის რეკორდების წიგნმა ის მსოფლიოს უხუცეს კაცად გამოაცხადა.
ბრიტანელი კაცი ლივერპულში 1912 წელს დაიბადა. მან ცოლი, ბლოდბენი 1942 წელს მოიყვანა, ხოლო 1943 წელს მათ გოგო ეყოლათ. ბლოდბენი 1986 წელს გარდაიცვალა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თინისვუდი ფოსტაში მუშაობდა, ხოლო მოგვიანებით იყო კომპანიების Shell და BP ბუღალტერი. 1972 წლიდან კი პენსიაზე გავიდა.
ქალიშვილის გარდა, თინისვუდს დარჩა ოთხი შვილიშვილი და სამი შვილთაშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
წყარო: newshub.ge