Digest Logo

🎥 ბოტოქსი და ბიორევიტალიზაცია, რომელი სეზონია ამ კოსმეტოლოგიური პროცედურების გასაკეთებლად საუკეთესო - ზაზა თელიას რჩევები

1732689158
ზაზა თელია

ექიმი, დერმატო-ვენეროლოგი და მედიცინის დოქტორი ზაზა თელია სტუმრად გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ იმყოფებოდა, სადაც სეზონის მიხედვით კოსმეტოლოგიურ პროცედურებზე ისაუბრა:

„პირველ რიგში უნდა გვახსოვდეს, რაციონალური მოვლა უნდა ხდებოდეს კანის აუცილებლად. კანის მოვლისას აუცილებელია კანის ტიპის განსაზღვრა და სეზონის მიხედვით საშუალებების შერჩევა. დიდი რისკია ჩვენი კანი გამოშრეს და გაღიზიანდეს. ასევე მნიშვნელოვანია დაგვეხმაროს გარკვეული ტიპის კოსმეტოლოგიური პროცედურები. სწორად უნდა შევარჩიოთ ჩვენ კანს რა პროცედურა სჭირდება. მზის დამცავი უნდა იქნეს გამოყენებული ყველა სეზონზე 12 თვის განმავლობაში. არ აქვს მნიშვნელობა გარეთ გავდივართ თუ არა. ბიორევიტალიზაცია და მეზოთერაპია შეიძლება გამოიყენოს ყველა ასაკის ადამიანმა, მათ შორის არასრულწლოვანმა. აუცილებლად უნდა იყოს რუტინული და დაგეგმილი. ეს პროცედურები გაჯანსაღებას უწყობს ხელს, შესაბამისად საფრთხის შემცველი არ არის“, - აღნიშნა ზაზა თელიამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მეტად ოპტიმისტურად შეხედეთ საკითხებს...“ - 27 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

გარემოს ეროვნული სააგენტო - „საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით“

ვეტერანი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე: სანამ ის „ნაპოლიშია“, 100%-ით უნდა დაიხარჯოს