ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 27 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.
ნინა სუსლოვამ აღნიშნა, რომ დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ ენერგია ტყუილად არ უნდა დავხარჯოთ და კონფლიქტები თავიდან ავირიდოთ:
ვერძი
იდეალურად გამოგივათ საქმეები, რომლებსაც აქამდე აკეთებდით. თუმცა ახალი საქმეების წამოწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. შესაძლოა შეგხვდეთ მცირე შეფერხებები და მცირე დაბრკოლებები. დღევანდელი დღე გამოიყენეთ მიზნების დასაგეგმად.
კურო
დაასრულეთ საქმეები, რომლებიც აქამდე გქონდათ დაწყებული. დღევანდელი დღე მოგცემთ შესაძლებლობას ყველა დაბრკოლება წარსულში დატოვოთ. ჩახურეთ ყველა პრობლემა, რომელიც წარსულში გქონდათ.
ტყუპები
მოგიწევთ სიმშვიდის შენარჩუნება და თავის ხელში აყვანა. ხალხმრავლობას ერიდეთ და სასურველია, რომ შენაძენები დღეს არ განახორციელოთ.
კირჩხიბი
ეს დღე საკმაოდ დამღლელი იქნება, უმჯობესია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოთ და სხვისი იმედი არ გქონდეთ. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ, რათა უსიამოვნებები თავიდან აირიდოთ.
ლომი
დღეს უსაფუძვლოდ რეაგირებთ ყველაფერზე და გაქვთ ისეთი რეაქცია, რომელიც წესით არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მეტად ოპტიმისტურად შეხედეთ საკითხებს.
ქალწული
ემოციური ფონი სტაბილური არ არის და ზედმეტად მწვავედ რეაგირებთ ყველაფერზე. თუმცა დღის მეორე ნახევარში შეიცვლება და მეტად პოზიტიურად დაიწყებთ საუბარს. ასევე შანსი გექნებათ რაღაცები გამოასწოროთ.
სასწორი
მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობები არ გადააფასოთ. სწორად შეხედეთ სიტუაციას და აიღეთ ის ვალდებულებები, რომლებშიც დარწმუნებული ხართ, რომ თავს გაართმევთ. თუ ხვდებით რომ რაღაც არ გამოგივათ ახალი პასუხისმგებლობა არ აიღოთ.
მოერიელი
ეს დღე დადებითი იქნება იმ შემთხვევაში თუ ზედმეტად მიმდობები არ იქნებით. არ იყოთ გულახდილები და სხვებს არ გაუზიაროთ თქვენი შეგრძნებები, მიზნები და გეგმები. შესაძლოა თქვენი სიტყვები სხვებმა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ.
მშვილდოსანი
დღეს შესაძლოა ბევრი პატარა პრობლემა გქონდეთ, თუმცა დაკვირვებული საქციელით მას გაუმკლავდებით. ენდეთ ინტუიციას. მოუსმინეთ სხვებსაც, თუმცა მოქმედებისას კარგად დაფიქრდით და შეაჯამეთ საკითხი.
თხის რქა
კარგი დღეა ურთიერთობების კუთხით. შეგიძლიათ მთელი დღე მეგობრებთან პოზიტიურად გაატაროთ ან დაიწყოთ ახალი ურთიერთობები მათ შორის რომანტიკული.
მერწყული
დღევადელი დღე წარმატებული იქნება და განსაკუთრებით ქარიზმატულები იქნებით. იხელთეთ დრო და მნიშვნელოვანი საქმეები დღეს დაგეგმეთ.
თევზები
დღე დადებითია. შესაძლოა მოგიწიოთ გეგმების ცვლილება, თუმცა ესეც იღბლიანი აღმოჩნდება თქვენთვის. მარტივ იქნება ადამიანებში გარკვევა და ბევრს საინტერესო ამბებს გაიგებთ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გარემოს ეროვნული სააგენტო - „საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექია მოსალოდნელი, მთაში თოვლის სახით“
⭕ვეტერანი ფეხბურთელი კვარაცხელიაზე: სანამ ის „ნაპოლიშია“, 100%-ით უნდა დაიხარჯოს