დიდ ბრიტანეთში პირველად გაჩნდა ბავშვი, რომლის დედასაც გარდაცვლილი დონორის საშვილოსნო გადაუნერგეს. ლონდონისა და ოქსფორდის ქირურგებმა, რომლებმაც ქალს საშვილოსნო გადაუნერგეს და დედას ორსულობისა და მშობიარობის დროს აკვირდებოდნენ, ბავშვის დაბადებას „სერიოზული გარღვევა“ უწოდეს. ამან, შესაძლოა, უშვილო ქალებს ბავშვის გაჩენის იმედი მისცეთ.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ბავშვის მშობლები გრეის ბელი და სტივ პაუელი შვილის გაჩენას „ნამდვილ სასწაულს“ უწოდებენ. მათი თქმით, დონორის ოჯახმა მათ არაჩვეულებრივი საჩუქარი გაუკეთა და ამ გადანერგვის უფლება მისცა.
გრეის ბელი, რომელიც ახლა 30 წლისაა, საშვილოსნოს გარეშე დაიბადა. მას არასოდეს ჰქონია მენსტრუაცია, ამასთანავე საკვერცხეები ნორმალურად ფუნქციონირებდა. ამ დაავადებას მეიერ-როკიტანსკის-კიუსტერ-ჰაუზერის სინდრომი ჰქვია. ამ სენით 5 000-დან ერთი ქალია დაავადებული.
საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ოქსფორდის საავადმყოფოში, Churchill Hospital-ში ჩატარდა და ის 10 საათს გაგრძელდა. ოპერაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ წყვილმა ექსტრაკორპორალური განაყოფიერების პროცედურა (IVF) გაიარა.
დიდ ბრიტანეთში გარდაცვლილი პაციენტის საშვილოსნოს გადანერგვა უკვე მესამედ მოხდა, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ გზით ბავშვი დაიბადა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი გარემოა“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები იტალიიდან
🎥 „ეჭვიანი ვარ, ყველაფერს ვაკვირდები...“ - რას ჰყვება გიორგი სარდალაშვილის მეუღლე
⭕„დახვეწილი და გემოვნებიანი“ - კრისტი ყიფშიძის ახალი კადრები ელეგანტურ შავ კაბაში
წყარო: newshub.ge