Digest Logo

დიდი ისტორიის დასასრული — პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის ტოვებს

1779205510
პეპ გვარდიოლა

დადასტურებულად — პეპ გვარდიოლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერ სიტის დატოვებს! მიუხედავად იმისა, რომ ესპანელ სპეციალისტს „ქალაქელებთან“ არსებული კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებდა, 55 წლის მთავარმა მწვრთნელმა წასვლა მაინც გადაწყვიტა.

იმის შესახებ, რომ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის დატოვებას სერიოზულად განიხილავდა, პირველად გასული წლის მიწურულს დაიწერა. ბევრი ვარაუდობდა, რომ 2025/26 წლების სეზონი ესპანელისთვის „ქალაქელების“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ბოლო იქნებოდა და, როგორც აღმოჩნდა, ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამებოდა.

გვარდიოლა მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი 2016 წელს გახდა — მისი ხელმძღვანელობით ეტიჰად სთედიუმის ბინადრებმა 20 ტიტულის მოგება მოახერხეს.

რაც შეეხება მის პოტენციურ შემცვლელს, გავლენიან წყაროებს თუ დავუჯერებთ, მანჩესტერ სიტის ენცო მარესკა ჩაიბარებს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყოველთვის მქონდა დროში შეზღუდვა...“ - როგორ მოუტანა ლიზი დარასელიას ქორწინებამ თავისუფლება

⭕ „სინათლის ფასი მხოლოდ იმან იცის, ვისაც სიბნელეში გაუვლია“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე

🎥 რა დაემართა ანჯელინა ჯოლის? - მსახიობის შეცვლილი ვიზუალი მედიის ყურადღების ცენტრშია

წყარო: lagazzetta.ge