Digest Logo

„დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს“ - The New York Times-ის გამოკითხვა

1715663541
ტრამპი ბაიდენი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ტრამპი ბაიდენს უსწრებს არიზონას, პენსილვანიის, უისკონსინის, ნევადისა და ჯორჯიას შტატებში.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ტრამპმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი პოზიცია ახალგაზრდა და არა თეთრკანიან ამომრჩევლებს შორის 2020 წელთან შედარებით.

The New York Times-ის გამოკითხვა ჩატარდა 28 აპრილიდან 9 მაისამდე პერიოდში. 6 შტატში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 4 100-მდე ამომრჩეველმა მიიღო. ცდომილების ზღვარი თითოეული შტატისთვის მერყეობდა 3.6-დან 4.6 პროცენტულ პუნქტამდე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„კაცმა არ იცის რა ჯიშია, საიდან მოვიდა და როგორ აღმოჩნდა გურიაში“- რა ფოტოს აქვეყნებს ზურა შევარდნაძე

⭕ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, რომელიც ცოლის მკვლელობაშია ბრალდებული, 24-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

⭕„რამდენიმე თვეც და იგი საუკეთესო ბებია გახდება“- ილია თოფურიას მეუღლე დედასთან გადაღებულ კადრებს აქვეყნებს

წყარო: imedinews.ge