აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღის ტრადიციის ფარგლებში ორი ინდაური, „თავისუფლება“ და „ბუმბული“ შეიწყალა.
ინდაურები შეწყალებამდე ერთი დღის განმავლობაში თეთრ სახლში იმყოფებოდნენ. შეწყალების შემდეგ ორივე ინდაური ტეხასის ერთ-ერთ უნივერსიტეტში გააგრძელებს ცხოვრებას.
შეწყალების ოფიციალური სტატუსი ორივემ მიიღო, თუმცა თეთრი სახლის სამხრეთ გაზონზე გამართულ ღონისძიებას უშუალოდ მხოლოდ „თავისუფლება“ დაესწრო.
ცნობისთვის, ინდაურების შეწყალების შესახებ ჭორები საპრეზიდენტო ისტორიაში აბრაამ ლინკოლნის ადმინისტრაციამდე მიდის. ინდაურების პირველი დოკუმენტირებული შეწყალება 1963 წელს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯონ კენედის უკავშირდება, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებს, ჯერალ ფორდს და რიჩარდ ნიქსონს ინდაურები არ შეუწყალებიათ. ინდაურების შეწყალების ტრადიცია 1989 წელს ჯორჯ ბუშმა აღადგინა და ახლა თეთრი სახლის სადღესასწაულო სეზონის ძირითადი ნაწილია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕თურქულ შოუბიზნესში სკანდალი გრძელდება: ნარკო-ბრალდებით ცნობილი მსახიობები დააკავეს
⭕25 ნოემბრიდან ზოდიაქოს 4 ნიშანს ფინანსური იღბალი და სტაბილური კეთილდღეობა ელის