Digest Logo

ენ ჰეთეუეის ბრწყინვალე გამოჩენა და ვარსკვლავური შემადგენლობა – „ოდისეას“ მსოფლიო პრემიერის მთავარი მომენტები

1783428287
ოდისეა

კრისტოფერ ნოლანის ახალი ფანტასტიკური ეპოსის, „ოდისეას" (The Odyssey) მსოფლიო პრემიერა ლონდონში, 2026 წლის 6 ივლისს ⁠Odeon Luxe Leicester Square-ის კინოთეატრში გაიმართა.

ფილმი ჰომეროსის ანტიკური ბერძნული პოემის ადაპტაციაა და მისი ბიუჯეტი, გავრცელებული ინფორმაციით, 250 მილიონ დოლარს აღწევს.

საღამოს ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი მომენტი ენ ჰეთეუეის გამოჩენა გახდა. ოსკაროსანი მსახიობი, რომელიც მესამე შვილს ელოდება, წითელ ხალიჩაზე ღია ცისფერ, ყვავილოვანი დეტალებით გაფორმებულ კაბაში გამოჩნდა და ყურადღება თავისი ელეგანტური ორსულობის სტილით მიიპყრო. უცხოური მედიის შეფასებით, სწორედ ის გახდა პრემიერის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი.

ნოლანის ახალი ფილმი ჰომეროსის უკვდავი ეპოსის ეკრანიზაციაა, სადაც მეტ დეიმონი ოდისევსის, ხოლო ენ ჰეთეუეი პენელოპეს როლს ასრულებს. „ოდისეა“ რეჟისორის კარიერაში ყველაზე მასშტაბურ პროექტად მიიჩნევა — ის სრულად IMAX-ის კამერებითაა გადაღებული.

პირველი კრიტიკული შეფასებები პრემიერის შემდეგ უკვე გამოქვეყნდა და უმეტესობა ფილმს ვიზუალური მასშტაბის, სამსახიობო შესრულებისა და ნოლანის რეჟისურის გამო განსაკუთრებულად აქებს. არაერთმა კრიტიკოსმა „ოდისეა“ წლის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ კინო მოვლენადაც მოიხსენია.

ნახეთ ფოტოები 👇

 ასევე დაგაინტერესეთ:

⭕2026 წლის 12 აგვისტო მზის სრული დაბნელება - „ეს არის გარდაქმნისა და ახალი ციკლის დასაწყისი“

⭕ნუ იყიდით სახლს, სანამ ამას არ შეამოწმებთ - რა შეიძლება უარყოფითად მოქმედებდეს თქვენს საცხოვრებელზე, ეს უნდა იცოდეთ!

⭕რომელი დღეებია ივლისში ყველაზე წარმატებული ახალი წამოწყებებისა და საქმეებისთვის და როდის ჯობს, შედარებით ფრთხილად ვიყოთ - თვის ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღები