Digest Logo

„ეპოქის დასასრული“: როგორ გამოეხმაურნენ მსოფლიოს ლიდერები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას

1773816255
მსოფლიო და ილია მეორე

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან საქართველოს მისამართით სამძიმრის წერილები იგზავნება - ილია II-ის გარდაცვალებამ არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეები, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც შეძრა. მსოფლიო ლიდერები, სასულიერო პირები და გავლენიანი მედია მისი მრავალწლიანი მოღვაწეობის მნიშვნელობას ხაზს უსვამენ და მას ეპოქის ფიგურად იხსენებენ.

დაიჯესტმა“ თავი მოუყარა იმ განცხადებებს, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას უკავშირდება:

ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი პატრიარქზე: მისი მთელი ცხოვრებისეული ერთგულება რწმენის, ერთიანობის, სულიერი სიმტკიცისა და ქართველი ხალხის უკეთესი მომავლისადმი წარუშლელ მემკვიდრეობას ტოვებს.

ჩეხეთის ელჩი: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, ქართველ ხალხს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მარადიული იყოს მისი ხსოვნა.

თურქეთის საელჩო: ილია მეორის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი.
 
„მარადიული იყოს მისი ხსოვნა!“, - სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსი.

ვატიკანის ყოფილი ელჩი საქართველოში: „ღრმა სამძიმარს ვუცხადებ და ჩემს ლოცვას ვუგზავნი ქართველ ხალხს. 93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, გარდაიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, ილია“.

„ის იყო სულიერი წინამძღოლი, რომლის სახელი განუყოფლად უკავშირდება ეროვნულ გამთლიანებას, ქვეყნის სულიერი ცხოვრების აღორძინებას და საზოგადოების გაერთიანებას. ისრაელის მთავრობისა და ხალხის სახელით, ელჩი ვალიდ აბუ ჰაია და საქართველოში ისრაელის საელჩო გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოსახლეობას და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას“, - ისრაელის საელჩო.

აშშ-ის საელჩო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისი ცხოვრება და უდიდესი ღვაწლი არასდროს მიეცემა დავიწყებას. დაე, მშვიდად განისვენოს მისმა სულმა“. 

„ვიზიარებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ხალხის დიდ მწუხარებას.
ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ყველას, ვინც ამ დიდ დანაკარგს გლოვობს“, - აღნიშნულია ნორვეგიის საელჩოს სამძიმრის წერილში.

საფრანგეთის საელჩო: ამ ეროვნული გლოვის ჟამს, საფრანგეთი გულითადად უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას.

ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

საქართველოში ირანის ელჩი: ილია მეორე იყო არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, არამედ თანამედროვე ქართული იდენტობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არქიტექტორი. 

პოლონეთის საელჩო: გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ერს ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისი უწმინდესობა სამუდამოდ დარჩება ერის სულიერ მამად და რთულ დროს გადარჩენის სიმბოლოდ. 

ავსტრიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ.

შვედეთის საელჩო: მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალების გამო, მისმა უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. 
  

18 მარტი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო.

ეს დღე ქვეყნისთვის დიდი დანაკლისის და ეროვნული სევდის სიმბოლოდ იქცა, რადგან ილია მეორე ათწლეულების განმავლობაში იყო სულიერი მამა, მორალური საყრდენი და ერთობის სიმბოლო ქართველი ერისთვის. 

მისმა ღვაწლმა და მსახურებამ განსაკუთრებული კვალი დატოვა როგორც ეკლესიაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გლოვის დღეს პატივს მიაგებენ მის ნათელ ხსოვნას, გაიხსენებენ მის ქადაგებებს, სიკეთესა და სიყვარულზე დაფუძნებულ გზავნილებს, რომლებიც თაობებს აერთიანებდა.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.

 ასევე დაგაინტერესებთ: 

„აღარ შეიძლება ოცნებების სამყაროში დარჩენა... დგება დრო, როდესაც შინაგანი ენერგია უნდა იქცეს მოქმედებად“ - ასტროლოგი ახალმთვარეობაზე

⭕ ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს

🎥 „ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს...“ - ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთან“ თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა