Digest Logo

ილია მეორე კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს

1773810509
ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II კავკასიის მედიცინის ცენტრიდან საპატრიარქოში გვიან ღამით გადაასვენეს.

საპატრიარქოში მთავრობის მეთაური, პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები სამძიმარზე მივიდნენ.

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ მოქალაქეები.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ გააკეთა. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 „ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს...“ - ხვიჩა კვარაცხელიამ „ჩელსისთან“ თამაშის შემდეგ ცრემლები ვერ შეიკავა

🎥 „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი

⭕„პირველად ასეთი ვნახე, 1980-იან წლებში ზვიადს რომ დავყავდით სიონის ეკლესიაში... დიდია მისი წვლილი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე“ - გიორგი გამსახურდია