საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო ეროვნული ნაკრებისა და „პსჟ“ - ის ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ მწუხარება გამოთქვა.
იგი „პსჟ“ -სთან ერთად ჩელსის ეთამაშებოდა, როცა უწმინდესის გარდაცვალების ამბავი გაიგო.
კვარაცხელიამ გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა. მატჩის შემდეგ კი GEO TEAM-თან კომენტარი გააკეთა, სადაც ემოციები და ცრემლები ვერ შეიკავა.
„ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს მუხლებზე გასრიალების გამო. უმძიმესი დღეა, ჩვენი სულიერი მამა იყო…“, - ხვიჩა კვარაცხელიამ ილია მეორეზე საუბრის დროს ემოციები ვერ შეიკავა.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი
⭕„აღარ ფეთქავს ის გული, რომელიც საქართველოსთვის ღმერთის მუდმივად გასაგონად ლოცულობდა“ - გია მურღულია