new york times- წერს, რომ კიმ კარდაშიანს ტვინში ანევრიზმა აღმოაჩნდა.
რეალითი შოუს ვარსკვლავმა და ბიზნესვუმენმა კიმ კარდაშიანმა გაამჟღავნა, რომ მას ტვინის ანევრიზმა დაუდგინეს.
„არის რაღაც პატარა ანევრიზმა“, - ამბობს კარდაშიანი ვიდეოკადრებში, სადაც ჩანს, როგორ გადის ის ტვინის სკანირებას (MRI).
45 წლის ვარსკვლავი ვარაუდობს, რომ ჯანმრთელობის ეს პრობლემა შესაძლოა სტრესმა გამოიწვია. People-ის ინფორმაციით, კიმმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განცდილი დაძაბულობა, მათ შორის ყოფილი ქმრისგან, კანიე უესტისგან განქორწინება, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი იყოს.
მედიის ცნობით, კარდაშიანი ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. სპეციალისტების თქმით, ტვინის მცირე ანევრიზმა ხშირად არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ საფრთხეს, მაგრამ საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა
⭕„ადამიანების მკურნალია…“ - წარმოთქვით ეს ლოცვა მამა გაბრიელის ხატთან
⭕ „ასტროლოგიაში არსებობს ჯადოსნური წერტილები...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი