Digest Logo

ახმეტაში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა

1761324091
საავადმყოფოს დერეფანი

ახმეტის მუნიციპალიტეტში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი 68 წლის კაცი გარდაიცვალა. მაუგლი მაისურაძე მუცლის არეში მიღებული დაზიანებით ორ კვირაზე მეტი საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა, ექიმების განცხადებით, ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

შემთხვევა სოფელ ზემო ხოდაშენში მოხდა. 68 წლის კაცს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ესროლეს. რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია უცნობია. ადგილობრივების ვერსიით, მომხდარი შესაძლოა, შურისძიებას უკავშირდებოდეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ადამიანების მკურნალია…“ - წარმოთქვით ეს ლოცვა მამა გაბრიელის ხატთან

⭕ „ასტროლოგიაში არსებობს ჯადოსნური წერტილები...“ - რას წერს ქეთი ოდიშელი

⭕„მადლობა ღმერთს - ის მოვიდა ადამიანად და...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე