Digest Logo

ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

1791130869
წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა

ესპანეთში, კატალონიაში ძლიერი წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კატალონიის ლიდერმა სალვადორ ილამ დაადასტურა, რომ ბარსელონის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში, ტორდერაში, კედლის ჩამონგრევის შედეგად კაცი დაიღუპა. კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა მონტორნეს-დელ-ვალესში.

კატალონიის ხელისუფლებამ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა და მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სინოპტიკოსები ქარიშხალს პროგნოზირებენ.

ბარსელონას აეროპორტში რეისები გაუქმდა ან გადაიდო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ თავის ტკივილი, უძილობა და შფოთვა: რატომ ვრეაგირებთ ამინდის ცვლილებაზე? - ქეთი ოდიშელის რჩევები

⭕„პანიკური შეტევით არავინ კვდება“ - ლევან შელეგიას რჩევები და სრული სიმართლე შფოთვით აშლილობაზე

⭕ ყველაზე იღბლიანი დღეები ოქტომბერში! - თაკო მელიქიშვილის პროგნოზი

✕