Digest Logo

ესპანეთში წყალდიდობას, სულ მცირე, 95 ადამიანი ემსხვერპლა - ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

1730352483
ესპანეთში წყალდიდობა

ესპანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულია, სულ მცირე, 95 ადამიანი. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. აქედან 92 ადამიანი სტიქიას ვალენსიაში ემსხვერპლა.

მედიასაშუალების ცნობით, ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

დატბორილია საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები. გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ვალენსიის აეროპორტში.

კასტელიონში, ვალენსიასა და ალიკანტეში მოსახლეობისთვის გამოცხადებულია როგორც ყვითელი, ასევე წითელი განგაშის დონე.

ესპანეთის მთავრობაში შიშობენ, რომ კიდევ გაიზრდება დაღუპულთა რიცხვი. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „თემური ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო...“ - რატომ გაბრაზდა მიხეილ თუმანიშვილი, როცა თემურ ჩხეიძისა და ნანი ჩიქვინიძის სიყვარულის ამბავი გაიგო?

🎥 „არ იყო თემური ის ადამიანი, რომელიც ცოლის ჭკუაზე ივლიდა” - რატომ არ უნდოდა ნანი ჩიქვინიძეს თემურ ჩხეიძე მარჯანიშვილის თეატრის ხელმძღვანელი გამხდარიყო?

„ყველაზე განსხვავებული...“ - ნუკი კოშკელიშვილი ახალ ფოტოებს აქვეყნებს