Digest Logo

ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალში ათი ფინალისტი ქვეყანა გამოვლინდა

1778825876
ევროვიზიაევროვიზია

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ევროვიზია 2026-ის მეორე ნახევარფინალი გაიმართა, სადაც 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე.

მაყურებლის გადაწყვეტილებით, ფინალში ათი ქვეყანა გადავიდა: ბულგარეთი, უკრაინა, ნორვეგია, ავსტრალია, რუმინეთი, მალტა, კვიპროსი, ალბანეთი, დანია და ჩეხეთი.

კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.

ევროვიზია 2026-ის ფინალურ კონკურსზე 25 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ამასთან, ფინალში ავტომატურად გადავიდნენ „დიდი ოთხეულის“ ქვეყნები: გერმანია, იტალია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი, ასევე მასპინძელი ქვეყანა ავსტრია.

საქართველოს წლევანდელ ევროვიზიაზე წარადგენდა ჯგუფი „ბზიკები“ სიმღერით On Replay.

16 მაისს ევროვიზია 2026-ის ფინალის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მალდივებზე დაივინგის დროს 5 იტალიელი დაიღუპა

⭕„ძლიერი დღეა დიდი და რთული საქმეების დასაწყებად“ - ეზოტერიკოსის რჩევები 15 მაისისთვის

⭕„მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს“ - 15 მაისის ენერგიები

წყარო: 1tv.ge