იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, შესაძლოა, ალისონ ბეკერმა სეზონის ბოლოს „ლივერპული“ დატოვოს. ჟურნალისტი, რომელიც ცნობილია ფეხბურთელების ტრანსფერების შესახებ სანდო და ოპერატიული ინფორმაციის გავრცელებით YouTube-ის საკუთარ არხზე ვიდეოში აღნიშნავს, რომ არსებობს სერიოზული შანსი, მიმდინარე სეზონი ბრაზილიელისთვის „ლივერპულში“ ბოლო იყოს.
მისივე თქმით, საკითხი 100%-ით გადაწყვეტილი ჯერ არ არის.
„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა გიორგი მამარდაშვილით ძალიან კმაყოფილია. ქართველმა მეკარემ მიცემული შანსები კარგად გამოიყენა, რის გამოც ალისონის წასვლის შემთხვევაში სწორედ ის განიხილება ძირითადი მეკარის პოზიციაზე“,- აღნიშნა რომანომ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სურვილების ასრულების პერიოდი აქვთ“ - თაკო მელიქიშვილი ზოდიაქოს 3 ფავორიტ ნიშანს ასახელებს
წყარო: newshub.ge