Digest Logo

FIFA-მ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური მსოფლიო ჩემპიონატიდან 9 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა - CNBC

1784564964
მსოფლიო ჩემპიონატი

„2026 წელს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 19 ივლისს ფინალში ესპანეთის მიერ არგენტინის დამარცხებით დასრულდა. თუმცა, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფინანსური გამარჯვებული თავად FIFA აღმოჩნდა, რომელიც წლის ბოლოს რეკორდულ შემოსავალს მიიღებს“, - აღნიშნულის შესახებ CNBC წერს.

FIFA-ს შეფასებით, ორგანიზაციის 2026 წლის შემოსავალი 9 მილიარდ დოლარს აჭარბებს, რაც  მსოფლიო ჩემპიონატს ისტორიაში ყველაზე მოგებიან სპორტულ ტურნირად აქცევს.

ფინალურ ეტაპზე პირველად მონაწილეობდა 48 ეროვნული ნაკრები, მაშინ როცა ოთხი წლის წინ მათი რაოდენობა 32 იყო. ამასთან, ჩატარებული მატჩების რაოდენობა 64-დან 104-მდე გაიზარდა.

წინა მსოფლიო ჩემპიონატისგან განსხვავებით, რომელიც ოთხ კვირას გაგრძელდა, 2026 წლის კი, ექვსი კვირა მიმდინარეობდა.

მეტი მატჩი მეტ კონტენტს, ბილეთების გაყიდვების ზრდას და რეკლამის განმთავსებლებისთვის მეტ შესაძლებლობასა და უფრო ფართო გლობალურ აუდიტორიას ნიშნავს.

გამოცემის შეფასებით, ტურნირის მასშტაბური კომერციალიზაციის მთავარი „არქიტექტორი“ FIFA-ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო იყო.

CNBC-ი აღნიშნავს, რომ 2030 წლის ტურნირი კიდევ უფრო მასშტაბური იქნება. FIFA-მ მისთვის 6 მილიარდი დოლარი გამოყო. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დაილოცოს თქვენი დედაშვილობა“ - სალომე ბაკურაძე ზაფხულის ცხელ დღეებს შვილთან ერთად ატარებს

📸„სამუშაო რეჟიმი“ - ხვიჩა კვარაცხელია მოედანს დაუბრუნდა

⭕რატომ არის 20 ივლისი მნიშვნელოვანი – რა ცვლილებებს მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? ასტროლოგის რჩევები