Digest Logo

„გადაწყვეტილებას იღებს პრეზიდენტი პუტინი“ - კადიროვმა გადადგომასთან დაკავშირებით თავისი განცხადება განმარტა

1746624952
კადიროვი

ჩეჩნეთის მთავრობის მეთაურმა რამზან კადიროვმა გადადგომასთან დაკავშირებით თავისივე განცხადება განმარტა, რომელიც მან 6 მაისს გააკეთა.

კადიროვის თქმით, გადადგომასთან დაკავშირებით მისი განცხადების მნიშვნელობა ბევრმა ვერ გაიგო.

„მე არ ვწყვეტ, დავრჩები თუ არა ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის თანამდებობაზე. ამ ტიპის გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ერთი ადამიანი - ჩვენი უმაღლესი მთავარსარდალი, რუსეთის პრეზიდენტი“, - განაცხადა კადიროვმა.

კადიროვმა საკუთარ თავს რიგითი ჯარისკაცი და გუნდური მოთამაშე უწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ბრძანებებს ასრულებს.

ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, 8 მაისს კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი რამზან კადიროვს შეხვდება.

რამზან კადიროვი ჩეჩნეთს 2007 წლიდან მართავს.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების აზრს? - ფსიქოლოგის რჩევები

🎥 „ის დედა და მამა, რომლებიც ჩვენ გვყავდა, ისინი იყვნენ წინა ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ ვართ“ - თამარ აქუბარდია კარმულ ასტროლოგიაზე

⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა

წყარო: newshub.ge