
როგორ დავეხმაროთ ადამიანს, რომელიც ზედმეტ მნიშვნელობას ანიჭებს სხვების აზრს - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ სოციალურმა ფსიქოლოგმა, ანი გვეტაძემ ისაუბრა:
„ადამიანი არის სოციალური არსება. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იყოს ჯგუფში აღიარებული. ეს არის ერთ ერთი ბაზისური მოთხოვნილება. თუ ჩვენ ისევე ვიქცევით, როგორც ჯგუფის სხვა წევრები, ყალიბდება ნორმა და ასევე ამით განპირობდება ხოლმე ჩვენი ქცევაც. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ასე არ მოვიქცეოდი ან გავაკეთებდი, იმიტომ რომ შემუშავებული გვაქვს ნორმა. როდესაც ნორმისგან განსხვავებული ქცევა გვაქვს ადამიანებს, უყალიბდებათ შიში. ამ დროს არ ვიცით, მეორე ადამიანი რას გააკეთებს.
ეს ყველაფერი ზოგჯერ კულტურულ ფასეულობებზეც არის დამოკიდებული.
მაგალითად ზოგიერთ ქვეყანაში ძირითადად ფასობს ის, რომ ვიყოთ სხვების მსგავსი. ზოგიერთი კულტურა პირიქით და ინდივიდუალურია. ასევე შესაძლოა იმ ჯგუფში იყოს ეს ღირებულებები დაფასებული, რომლის წევრიც ვარ. ნორმატიულ ქცევად სწორედ ის ითვლება, რომ გქონდეს შენი საკუთარი აზრი და იყო განსხვავებული“, - ამბობს ანი გვეტაძე.
მეტის გასაგებად, იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „გულიც მტკივა, მაგრამ რადგან არ მიღირს ადამიანების დაკარგვა, ბევრს ვპატიობ“ - ნინო ლეჟავა