Digest Logo

განქორწინების შემთხვევაში, ჯორჯინა სიცოცხლის ბოლომდე თვეში 90 000 ევროს მიიღებს - რონალდუსა და ჯორჯინას საქორწინო ხელშეკრულების დეტალები

1786982886
 ჯორჯინა

კრიშტიანუ რონალდუმ და ჯორჯინა როდრიგესმა ქორწილამდე ერთი დღით ადრე საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელიც მათი ქონების განაწილების წესებს განსაზღვრავს.

წყვილმა ქორწინების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში საქორწინო ბეჭდების ფოტოების გამოქვეყნებით გაავრცელა. ცერემონიის დეტალები დღემდე თითქმის სრულად გასაიდუმლოებულია.

თუმცა ცნობილი ხდება, რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე, 10 აგვისტოს, რონალდუმ და ჯორჯინამ ლისაბონში ნოტარიუსთან საქორწინო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტის ასლი მოგვიანებით პორტუგალიურმა გამოცემა Jornal de Notícias-მა გაავრცელა. 

ხელშეკრულების მთავარი პირობა ქონების განცალკევებაა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ წყვილი მომავალში დაშორდება, ქორწინების პერიოდში დაგროვებული ქონება ავტომატურად 50/50-ზე არ გაიყოფა. 

თითოეული მათგანი შეინარჩუნებს იმ ქონებას, რომელიც მის სახელზეა გაფორმებული ან თავად შეიძინა. საერთო საკუთრებად კი მხოლოდ ის აქტივები ჩაითვლება, რომლებიც ორივეს სახელზეა რეგისტრირებული.

ეს შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რონალდუს შემთხვევაში, რომლის ქონებაც დაახლოებით 1 მილიარდ ევროდაა შეფასებული. ფეხბურთელს აქვს ძვირადღირებული უძრავი ქონება, კერძო თვითმფრინავი, იახტა, ავტომობილების კოლექცია და სხვადასხვა ბიზნესში წილები.

პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი მე­დი­ი­სა და Marca-ს ცნო­ბით, მათი და­შო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჯორ­ჯი­ნა, სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე, ყო­ველ­თვი­უ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 99 000 ევ­როს მი­ი­ღებს - ეს პი­რო­ბა ჯორ­ჯი­ნა­სა და შვი­ლე­ბის ფი­ნან­სუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად შე­თან­ხმდა. ასე­ვე ირ­კვე­ვა, რომ მად­რი­დის პრეს­ტი­ჟულ ლა ფინ­კას რა­ი­ონ­ში მდე­ბა­რე, და­ახ­ლო­ე­ბით 5 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ღი­რე­ბუ­ლე­ბის სახ­ლი, შე­საძ­ლოა ჯორ­ჯი­ნას სა­ხელ­ზე იყოს გა­ფორ­მე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ქორ­წილს, ცე­რე­მო­ნია იმ­დე­ნად მცი­რე წრე­ში გა­ი­მარ­თა, რომ მას რო­ნალ­დუს დედა, დო­ლო­რეს ავე­ი­როც კი არ დას­წრე­ბია. სტუმ­რებს შო­რის მხო­ლოდ ოთხი მოწ­მე და წყვი­ლის ხუთი შვი­ლი იყო.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

⭕„ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში სწავლობდი და აგროვებდი, ახლა ოქროზე ძვირფასი რესურსი ხდება“ - კვირის ნუმეროპროგნოზი, ქეთევან ჯანდიერისგან

წყარო: mshoblebi.ge