Digest Logo

გარდაიცვალა 3 ადამიანი - დასავლეთ ნილოსის ცხელება უკრაინაში

1725017450
დასავლეთ ნილოსის ცხელება

კიევში, 17 ინფიცირებულიდან სამი ადამიანი, რომლებსაც დადასტურებული დიაგნოზი ჰქონდათ, დასავლეთ ნილოსის ცხელებით გარდაიცვალნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დასავლეთ ნილოსის ცხელებით კიევის წმინდა მიხეილის კლინიკურ საავადმყოფოში ზაფხულის დასაწყისიდან 17 ადამიანი მკურნალობდა.

კიევის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ვალენტინა გინზბურგმა განაცხადა, რომ პაციენტებს შორის 10 კაცი და 7 ქალი იყო.

მისივე თქმით, მათ მდგომარეობის სიმძიმის გამო საავადმყოფოში მკურნალობა დასჭირდათ. ექიმებმა სამი ინფიცირებულის გადარჩენა ცხელების მძიმე გართულების - მენინგოენცეფალიტის გამო ვერ შეძლეს. 

ინფორმაციისთვის, დასავლეთ ნილოსის ვირუსი ვირუსული დაავადებაა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის.

ინფექციისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული სეზონურობა - აფეთქება ზაფხულის მიწურულს და შემოდგომაზე ხდება. ზოგიერთ პაციენტს ტემპერატურის მომატებამდე აღენიშნება საერთო სისუსტე, უმადობა, დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა, თავის, კუნთების, სახსრების, ზურგის მიდამოს ტკივილი. დიაგნოსტიკა გართულებულია. ხშირად შეიმჩნევა პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება. მოგვიანებით ვითარდება მენინგიტის ნიშნებიც. დასავლეთ ნილოსის ცხელების დროს ლეტალობა 4-5%-ს აღწევს.

ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა 80%-ში დაავადება ყოველგვარი სიმპტომური გამოვლინების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა 20%-ში ვითარდება გრიპისმაგვარი კლინიკით საკმაოდ მძიმედ მიმდინარე ცხელება. ბავშვებში გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ხანმოკლეა ვიდრე მოზრდილებში, თუმცა შესაძლოა ხანგრძლივად დარჩეს კუნთების ტკივილი და გადაღლილობის შეგრძნება.

მძიმე გართულებები როგორიცაა მენინგიტი, ენცეფალიტი და სხვა აღენიშნება დაავადებულთა 1%-ზე ნაკლებს, ხოლო იმ დაავადებულებში, რომელთაც განუვითარდათ გართულებები ლეტალობა 4-14% აღწევს.

დასავლეთ ნილოსის გამომწვევის ძირითადი გადამტანებია Culex pipens (სარდაფის კოღო) და Culex mimeticus. Culex pipens-ის კოღოები ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში და წარმოადგენენ ადამიანის, შინაური ცხოველებისა და ფრინველების ექტოპარაზიტებს.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ამ სახეობის კოღოები ვითარდებიან როგორც ღია, ისე დახურულ (სარდაფის) წყალსატევებში, რაც განაპირობებს მათ მაღალ რიცხოვნობას და მჭიდრო კონტაქტს ადამიანებთან ქალაქებში, რაიონულ ცენტრებში, დაბებსა და კურორტებზე.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„არ ვიცი, ღირს თუ არა ამ სტატუსის დაწერა… უბრალოდ, ერთის თქმა მინდა – ჩემი ცხოვრება მარტივად გასავლელი არ ყოფილა...“ - რას წერს გელა დაიაური

⭕„რძალი შვილივით მივიღე, ვაფინანსებდი, ოქროს ბეჭედი დაალომბარდა, ტელეფონი მინდოდაო...“ - 42 წლის ნინოს ამბავი

⭕„100% გოგიჩა! პიჯაკიც განსაკუთრებული, უბერებელი და მამას აურით გაჯერებული“ – ნათია ბანძელაძე ნანუკა გოგიჩაიშვილის ფოტოებს აქვეყნებს