Digest Logo

გარდაიცვალა უგანდელი ოლიმპიელი რებეკა ჩეპტეგი, რომელსაც ყოფილმა ბოიფრენდმა ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა

1725524037
რებეკა ჩეპტეგი

უგანდაში პარიზის ოლიმპიური თამაშების მონაწილე რებეკა ჩეპტეგი გარდაიცვალა.

BBC-ს ცნობით, 33 წლის სპორტსმენს ყოფილი შეყვარებული კვირას დაესხა თავს, როდესაც ქალი სახლში ეკლესიიდან ბრუნდებოდა. კაცმა მას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. ექიმები ჩეპტეგის გადარჩენას რამდენიმე დღის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ.

ამ დრომდე მედიკოსების დაკვირვების ქვეშ რჩება თვითონ თავდამსხმელიც, რომელსაც გაცილებით მსუბუქი დამწვრობა აღენიშნება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეპტეგის ყოფილ პარტნიორთან დავა მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ჩეპტეგიმ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მარათონი 44-ე ადგილზე დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეიძლება ჩემმა ვიდეომაც სხვაზე ცუდად იმოქმედოს, რადგან არის მდგომარეობები, როცა ამასაც ვერ აკეთებს მშობელი...“ - რას წერს ნუცა ცისკარიშვილი

„უბედურება მგონია საკუთარი კულტურის უგულებელყოფის ხარჯზე უცხოსკენ წაპოტინება, მამული ცუდი სიტყვაა?“ - რას წერს გოგა ჩანადირი

ცნობილია, როდიდან შეიცვლება ამინდი მკვეთრად